Loading…
UniFi U7 Lite არის უახლესი თაობის დაშვების წერტილი (Access Point), რომელიც უზრუნველყოფს სტაბილური და საიმედო Wi-Fi ქსელის შექმნას სხვადასხვა ტიპის ობიექტში. ის განკუთვნილია მცირე და საშუალო მასშტაბის უსადენო ქსელების მოსაწყობად. მოწყობილობა გამოიყენება ოფისებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საცხოვრებელ სივრცეებსა და მცირე კომერციულ ობიექტებში. UniFi ეკოსისტემასთან ინტეგრაციის საშუალებით შესაძლებელია Access Point-ების ცენტრალიზებული მართვა, ქსელის მარტივად გაფართოება და ეფექტური ადმინისტრირება. პროდუქტის ბმული მწარმოებლის საიტზე: https://techspecs.ui.com/unifi/wifi/u7-lite შენიშვნა მოწყობილობა იყიდება PoE ინჟექტორის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ PoE სვიჩიდან არ აპირებთ კვების მიწოდებას, საჭიროა გამოიყენოთ PoE ინჟექტორი.